Sunday, December 22, 2013

მეცხრე დღე

მეცხრე დღეს დავასრულე პროექტის გეგმაზე მუშაობა.განვიხილეთ ნამუშევარი.ტრენინგის ხელმძღვანელმა გარკვეული მითითებები მომცა პორტფოლიოს შესაქმნელად.გავამზადე პორტფოლიო.და მოვახდინეთ ბლოგზე ატვირთვა და გაშეარება.

Saturday, December 21, 2013

მეშვიდე და მერვე დღე

მეშვიდე და მერვე დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე. გავეცანით პრეზენტაციის,საგაზეთო პუბლიკაციის, ბუკლეტის შაბლონებს.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.შევავსეთ პროექტის სასწავლო პროცედურების გრაფა.აგრეთვე შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების ,კერძოდ სპეციალური საჭიროებების და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისთვის განკუთვნილი გრაფები.ახლოვდება ტრენინგის ბოლო დღე.ვცდილობ დავასრულო პროექტი.

პროექტის პორტფოლიო

პროექტის სანახავად გადადით ბმულზე

Saturday, December 7, 2013

მეექვსე დღე

ბუკლეტზე მუშაობა დავასრულეთ და ავტვირთეთ დრაივზე, გავაზიარეთ და დავდეთ ბლოგზე.პროექტის გეგმაში შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.

მეოთხე და მეხუთე დღე

ინტერნეტის გათიშვის გამო ორი დღის რეფლექსიის გგაკეთება ერთად მოგვიწია. შევავსეთ პროექტის გეგმაში ესგ -ს სტანდარტები,შედეგები და ინდიკატორები.მოვიფიქრეთ და შევავსეთ მიმართულების მიმცემი კითხვების გრაფა.ვიმუშავეთ ბუკლეტზე.

ჩემი ბუკლეტი

ჩემი ბუკლეტის სანახავად გადადით ბმულზე.

Sunday, November 24, 2013

მესამე დღე

წარმოვადგინეთ პროექტის გეგმის შაბლონი.გავეცანით ბუკლეტის გამოცემის შაბლონს.ტრენერმა მოგვცა დავალება;1.პროექტის გეგმაში მოსწავლეთა ამოცანების და სწავლის შედეგები შევავსოთ 2.წავიკითხოთ მოდული პირველი.3დავამზადოთ საინფორმაციო ბუკლეტი.