მეშვიდე და მერვე დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე. გავეცანით პრეზენტაციის,საგაზეთო პუბლიკაციის, ბუკლეტის შაბლონებს.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.შევავსეთ პროექტის სასწავლო პროცედურების გრაფა.აგრეთვე შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების ,კერძოდ სპეციალური საჭიროებების და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისთვის განკუთვნილი გრაფები.ახლოვდება ტრენინგის ბოლო დღე.ვცდილობ დავასრულო პროექტი.
No comments:
Post a Comment